ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს (ვიდეო)

ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს, რის შესახებაც ქვეყანამ სამარხების მსოფლიო თანამეგობრობას ოფიციალურად აცნობა.
არქეოლოგების თქმით, აღმოჩენილი სამარხებიდან უძველესი კირქვისგან არის დამზადებული და მეხუთე დინასტიის ეპოქას მიეკუთვნება.
“სამარხი ორ მამაკაცს ეკუთვნის. ერთს ბენუი-კა ჰქვია, ხოლო მეორეს – ნვი. პირველს შვიდი ტიტული ჰქონდა, მეორეს -5. ბენუი-კა ფარაონ ჰაფრის პირადი მღვდელი და მოსამართლე იყო”, – ჰყვება ანტიკვარიატის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, მუსტაფა ვაზარი.
სამარხში უამრავი არტიფაქტი აღმოაჩინეს. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა სამარხის ერთ-ერთი მფლობელის ქანდაკება, ასევე, მისი ცოლისა და შვილის. როგორც დადგინდა, სასაფლაო VIII საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდეც აქტიურად გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები