საქართველოს შსს-ს და ბელგიის სამეფოს პოლიციის წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრები გამარ

   საქართველოს შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა ბელგიის სამეფოს პოლიციის ახალ მეკავშირე ოფიცერ სებასტიენ იორისთან გაცნობითი შეხვედრები გამართეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ოფიცერი სებასტიენ იორისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა როგორც ოპერატიული, ისე არაოპერატიული თანამშრომლობის ფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სებასტიენ იორისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შეუდგა. ბელგიის სამეფოს პოლიციის სამეკავშირეო ოფისი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები