პეკინზე მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, პეკინის 41 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც ჯებირი გატყდა, ქალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.
აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილები ცხოვრობენ.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები