ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები