რუსეთისა და უკრაინის პოზიციებს შორის დიდი სხვაობაა – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პოზიციების მხრივ „დიდი სხვაობაა“.

მისი თქმით, უახლოეს თვეებში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიამ ეს „დიდი უფსკრული“ უნდა გადალახოს.

„ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი – გამოვთქვით წინადადებები და ახლა ვცდილობთ, რომ მომდევნო 100 დღის განმავლობაში, მხარეები პოზიციებს დაუახლოვდნენ.

ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის მეორე მხარის პირობები მშვიდობისთვის, მათზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღწევა და ამ სასტიკი კონფლიქტის შეწყვეტა. ეს ომი არსად მიდის. ის უახლოეს მომავალში არ დასრულდება“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები