მამუკა ბახტაძე: არის ხარვეზები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და  მათი გამოსწორების კონკრეტული გეგმაც გვაქვს 

“მე კარგად მესმის, რომ  როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ჩვენ გვაქვს ხარვეზები, მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია და ვიცით, როგორ გამოვასწოროთ დარჩენილი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „შაბათის ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ პრობლემებისა  და ხარვეზების არსებობა დაინახა და   აქვს  კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოასწოროს ისინი. მთავრობის მეთაურის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა სამთავრობო პროგრამის შესრულების სიჩქარეს, ტემპსა და ეფექტურობას ენიჭება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ციფრების გათვალისწინებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სახეზეა  მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები