ირაკლი შიხიაშვილი: კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა, როგორი ტვინგაღუნული, უზნეო და ანტისახელფწიფოებრივი ძალის ბინძური რუპორი ხართ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ,,რუსთავი 2″-სა და ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის და ტყუილში ადანაშაულებს.
,,როგორ მებრალებით, ,,რუსთავი 2″, ნიკა გვარამია და ისინი, ვინც ეს მორიგი სიბინძურე მოიფიქრეთ და დაგეგმეთ ჩემს წინააღმდეგ!
როგორც კი დაინახეთ, რომ ამერიკაში “გეორგიას” პროექტის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა (ნიუ იორკში “გეორგიას” 200 კაციანი მეტი საინიციატივო ჯგუფი დავაფუძნეთ), მივიღეთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ამერიკელებისგან, მაშინვე ცოფიანი ძაღლებივით აყეფდით???!!!!
ეს ხომ პირველად არ ხდება?! ეს ხომ, ამერიკაში, ჩემს ყველა ვიზიტს თან სდევს! ხან ვითომ ებრაელებს 400 მილიონი გამოვართვი და 200 მილიონის “ატკატი” გავუკეთე! მერე ვითომ რუსულ სპეცსამსახურებს ვეტერანთა საიდუმლო სიები მივეცი! მერე პროტეზების პროგრამა კი იმიტომ დავუწყე ვეტერანებს, რომ ფული გამეკეთებინა! ეხლა ეს ვიღაც აზერბაიჯანელი ამოჩხრიკეთ, რომელიც არასოდეს თვალით არ მინახავს და ჩემი, ვეტერანთა დირექტორობიდან გადადგომის 3 წლის მერე, მისგან ქთამის აღებას მაბრალებთ? თანაც “რედისონში”?! სიხარბესთან ერთად ბრიყვიც რომ გამოვჩნდე?! თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ამ ავადმყოფ აზერბაიჯანელზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული სვადასხვა ტენდერში ფულის მითვისების გამო!!! დღეს მალვაშია! თქვენ მაინც მიაგენით! ნეტავ, რას შეპირდით სანაცვლოდ, ეს კრეტინობა რომ ათქმევინეთ?!
ნიკა გვარამიას და მისი დამკვეთის განზრახვა სხვა რამეშია! მათ არ აწყობთ “გეორგიას” პროექტის ამოქმედება იმიტომ, რომ წელში გამართულ ხალხში, რევოლუციურ განწყობას ვეღარ გააჩენენ!
ასევე დაინახეს “გეორგიას” ერთ მუშტად შკრული მხადამჭერები, როგორ ჩავედით გარეჯში, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა სიცოცხლის ფასადაც ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარჯოზე! ამიტომ იპოვეთ აზერბაიჯანელი? რომ ჩემს მოქმედებებს ხალხში ნდობა დაუკარგოთ?! ეს ვერ გამოგივათ! იმიტომ, რომ ყველა იმ ბრალდებას აქამდე ჩემს მიმართ აგორებულს, როგორც გაეცა სასამართლოთი სამართლიანი პასუხი, ისე თქვენც და თქვენს დამკვეთებსაც ამ სიბინძურეზეც მოგიწევთ პასუხისგება!
კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა, როგორი ტვინგაღუნული, უზნეო და ანტისახელფწიფოებრივი ძალის ბინძური რუპორი ხართ! თქვენ მე კი არ მებრძვით (პიროვნულად მე ვერაფერს დამაკლებთ), არამედ თქვენი სამიზნე “გეორგიაა”!!! საქმე, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა რელურად შეუძლია!!! ყოველთვის, როგორც ამჩნევთ საქმეს წინსვლას, მაშინვე ცოფიანი ძაღლებივით თავს მესხმით! მაგრამ გაგითავდათ და გაგიფუჭდათ “პლასტინკები”, სულ ერთი და იგივე სისულელეს “უკრავთ” თქვე ინბეცილებო! თქვენ, სულით და გონებით მახინჯი საზოგადოება ვერ გაიგებთ, რა არის სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგასაწირად მზაობა! ნიკა გვარამიავ, ორღობის “პროვოლკაცეზც”, რომ არ გაჩხაპნილხარ, შენ ვერასდროს ვერ გაიგებ ჩემს ერთგულებას და სიყვარულს საქართველოს მიმართ, რომელის დასაცავად რამდენიმე ჭრილობა მაქვს მიღებული! მე არც უდღეური ოცნების ფავორიტი ვარ და არც ვიგინდარა ნაცების! მე ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ მუდამ!
ჩემო გულიანო ქართველებო არ იღელვოთ! ამ მაძუნგალებს სასამართლოთი ვაგებინებ პასუხს, რითაც ჩემი სიმართლე კიდევ ერთხელ დამტკიცდება! რაც შეეხება “გეორგიას”, ამ ბიძურების პროვოკაციების, ცილსწამებების, თადასხმების მიხედავად,ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მის განხორციელებას! ერთ რამეს ნაღდად ვინატრებ ჩემი თავისთვის, იმ დღეს არ მომასწრო რუსთავი 2 ქებას, რომ დამიწყებს იმიტომ, რომ ყველა მეგობარს დავკარგავ,”- წერს ირაკლი შიხიაშვილი.