ფლორიდის შტატში „ბოინგ 737“ მდინარეში ჩავარდა

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან ,თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა, თუმცა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევის მიზეზი ჭექა-ქუხილი და წვიმა გახდა.

თვითმფრინავ „ბოინგ 737“-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები