„ფეისბუქმა“ რამდენიმე ულტრამემარჯვენე აქტივისტის გვერდი სიძულვილის გავრცელების გამო დაბლოკა
სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ რამდენიმე ულტრამემარჯვენე აქტივისტის გვერდი დაბლოკა. დაბლოკილ ადამიანებს შორისაა ცნობილი ამერიკელი რადიოჟურნალისტი ალექს ჯონსი, ბრიტანელი ულტრამემარჯვენე მწერალი მაილო იანოპულოსი, ასევე რადიკალური ორგანიზაციის ლიდერი „ისლამის ნაცია“ ლუის ფარაჰანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკელი ჟურნალისტი ალექს ჯონსი „ფეისბუქში“ დროებით დაბლოკილი იყო 2018 წელსაც. ამის მიზეზი მისი ძალადობრივი, ანტიმუსლიმური, ჰომოფობიური განცხადებები გახდა. იანოპულოსი რასისტული და ქალთმოძულე განცხადებებით გამოირჩევა, ფარაჰანს კი ხშირად ანტისემიტიმზში ადანაშაულებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი პირების ვებგვერდები წაშლილია როგორც „ფეისბუქში“, ასევე „ინსტაგრამში“.
სოციალური ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია ბლოკავს იმ პირებისა და ორგანიზაციების გვერდებს, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს უჭერენ მხარს.