მომღერალ გრიგორი “ლეპსს”, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო, ლიტვაში შესვლა აუკრძალეს

ლიტვამ მომღერალსა და მუსიკოსს, გრიგორი ლეპსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ის შეტანილია არასასურველი პირების ჩამონათვალში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო BNS-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, “ლეპსი” არასასურველი პირების ჩამონათვალში კრიმინალურ სამყაროსთან სავარაუდო კავშირის გამო მოხვდა. აღნიშნული სანქცია დაკავშირებულია “მაგნიტსკის კანონთან”, რომლის მიხედვითაც არასასურველი პირების ჩამონათვალში ხვდება ის ხალხი, რომელიც შემჩნეულია კორუფციულ კავშირებში, “ფულის გათეთრებასა” და ადამიანის უფლებების დარღვევებში.
ლეპსისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას ხელი მოაწერა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუთის მისიუნასმა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს, ასევე, ეკრძალება შესვლა ისრაელსა და უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები