საფრანგეთში საიუველირო ქარხანა გაქურდეს – მოპარულია 20 კილოგრამი ოქრო

საფრანგეთში, დუს დეპარტამენტში საიუველირო ქარხანაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შვიდკაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ქარხნიდან რამდენიმე კილოგრამი ოქრო და პლატინა მოიპარა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი BFM-ი იუწყება.
მათი ცნობით, ინციდენტი შატიონე-ლე-დიუკის კომუნაში მოხდა. შეიარაღებული პირები შენობაში დილით შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ბოროტმოქმედებმა 20 კილოგრამი ოქრო და რამდენიმე კილოგრამი პლატინა გაიტაცეს. ამ დროისთვის, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები