“დღეს ვენესუელა, ხვალ ირანი? კუბა?” – ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპის სამხედრო რიტორიკას აკრიტიკებს

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა “დემოკრატიული პარტიიდან”, ტულსი გაბარდმა წინასაარჩევნო ვიდეორგოლში განაცხადა, რომ მედია მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სამხედრო ქმედებებზე საუბრობს სხვა ქვეყნების მიმართ.
“ისინი სულ ერთი და იმავე სიმღერის ტექსტს “ჭიკჭიკებენ” – “ომი, ომი, ომი!. ტრამპი ვერასდროს იღებს დადებით შეფასებას მედიაში, თუკი ომზე არ საუბრობს. დღეს ვენესუელა, ხვალ ირანი თუ კუბა? ვინ იქნება შემდეგი? არ არის გასაკვირი, რომ ჩრდილოეთ კორეა უარს არ ამბობს საკუთარ ბირთვულ იარაღზე”,- განაცხადა ვიდეორგოლში ტულსი გაბარდმა.
გაბარდი პირობას იძლევა, რომ ბოლოს მოუღებს “კონტრპროდუქტიულ ომებს” და იმუშავებს იმაზე, რომ ბოლო მოუღოს იმას, რასაც ახლა “ცივ ომს” უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები