თელ-ავივში „ევროვიზიაზე“ საქართველოს კონკურსანტთან – ოთო ნემსაძესთან მხარდამჭერთა შეხვედრა გაიმართება

5 მაისს, 17:30 საათზე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და ქართველი კონკურსანტის მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება ოთო ნემსაძის შეხვედრა მხარდამჭერთა კლუბის წევრებთან.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ოთო ნემსაძე წარდგება საკონკურსო კომპოზიციით – „სულ წინ იარე“, ხოლო ხალხური ანსამბლი „შავნაბადა“  რამდენიმე ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
„ერთად დავუჭიროთ მხარი „ევროვიზიაზე“ საქართველოს კონკურსანტს – ოთო ნემსაძეს“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები