გივი მოდებაძე: ყველა სოფელში მოეწყობა შიდა საუბნო გზები
“ჭიათურა-წინსოფელი-ჭილოვანი-სკინდორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პარალელურად, ყველა სოფელში მოეწყობა შიდა საუბნო გზები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ დღეს პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. სახელისუფლებო კანდიდატმა სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
“ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ სოფელი სკინდორი, სადაც გაზიფიცირებას ჩვენ აუცილებლად განვახორცილებთ. თქვენს სოფლებში არსებობს წყალმომარაგების პრობლემა და ამ მიმართულებით მე აუცილებლად ვიმუშავებ. უკვე დაწყებულია პროცესები წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგების მიზნით და გპირდებით, ამას ბოლომდე მივიყვან. ასევე, ჩვენ განვახორციელებთ ჭიათურა-წინსოფელი-ჭილოვანი-სკინდორის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. პარალელურად, ყველა სოფელში მოეწყობა შიდა საუბნო გზები”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.