ზაურ დარგალი: დეტალურად და გეგმის მიხედვით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა

მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ზაურ დარგალი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის კანდიტატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.
“ჩვენი მთავრობის პერიოდში სადახლოში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება. დეტალურად და გეგმის მიხედვით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები