მარნეულის მერობის “ევროპული საქართველოს” კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრებს შეხვდა

მარნეულის მერობის “ევროპული საქართველოს” კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი სოფელ ქუთლიარის თემში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შეხვდა. იმამკულიევი ადგილობრივებს მოუწოდებდა, არჩევნებში მხარი მისთვის დაეჭირათ.
“ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და შვიდი წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” მოსახლეობას გამუდმებით ატყუებს. მე ვიქნები მერი, რომელიც მარნეულელებს არ მოატყუებს. ჩემი მიზანია, მმართველი პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დავარწმუნო იმაში, რომ მათ ხმა არ უნდა მისცენ”, – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები