ინდოეთში ტროპიკული ციკლონი “ფანი” მძვინვარებს (ვოდეო)

ბენგალის ყურეში ტროპიკული ციკლონი “ფანი” მძვინვარებს, რომელმაც ინდოეთის შტატ ოდიშას სანაპიროებს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის მეტეოროლოგიური ცენტრი ავრცელებს.
ოდიშაში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ქალაქ პურიში, ძლიერი წვიმის გამო, დატბორილია ქუჩები, დაკეტილია აეროპორტები და გაუქმებულია მატარებლის 140-მდე რეისი. საფრთხის ქვეშ მყოფი რაიონებიდან ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები