დონეცკში რუსული პასპორტების მისაღებად რიგები დადგა

დონეცკში დღეს რუსეთის პასპორტის მისაღებად განცხადების მიღება გახდა შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საბუთების მიღებას თვითგამოცხადებული დონეცკის საიმიგრაციო სამსახური აწარმოებს. დილის 9 საათიდან სამმართველოს შენობასთან 80-კაციანი რიგი დადგა.
“აქ უკვე დილის 5 საათიდან დგანან. ჩვენ 6:30-ზე აქ ვიყავით. გვინდა, რომ მალე მივიღოთ პასპორტი, ამას ხუთი წლის მანძილზე ველოდით”, – აცხადებს დონეცკის რიგში მდგომი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები