ტორნადო ჩინეთში – დაღუპულია ორი მცირეწლოვანი (ვიდეო)

ჩინეთში, ჰებენის პროვინციაში ტორნადომ გასაბერი ბატუტი გადააბრუნა, შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ბავშვი. მომხდარის შესახებ პორტალი Sina იტყობინება.
მათი ცნობით, ინციდენტი უეცრად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რომელმაც ორი სართული სიმაღლის გასაბერი ბატური გადააბრუნა.
ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ცდილობენ თვითმხილველები ბატუტის გადაბრუნებას ბავშვების გამოსაყვანად, მაგრამ ეს მაშველი-მეხანძრეების მოსვლამდე ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები