აშშ-ში სამი მოზარდი სკოლის აფეთქებას გეგმავდა

ამერიკის შტატ ნიუ იორკში სამ მოზარდს სკოლაში ბომბის აფეთქებების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი FOX 5 NY იუწყება.
მათი ცნობით, სამართალდამცავები სკოლაში ადმინისტრატორის გამოძახებაზე მივიდნენ. მოსწავლეებმა მას აცნობეს, რომ 16 წლის თანატოლები სკოლის ავტობუსში ასაფეთქებელი მოწყობილობის აგებას განიხილავდნენ.
სავარაუდო ბოროტმოქმედები პოლიციამ დააკავა. მათ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები