შეტაკება ვენესუელაში – დაღუპულია ორი დემონსტრანტი
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დიქტატურის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო ავრცელებს.
“დიქტატორული რეჟიმის შედეგად დაღუპულია 24 წლის მამაკაცი, რომელმაც სურვილი გამოხატა, იცხოვროს თავისუფლებაში. მე ვიცი, რომ ჩემი მწუხარება არაა საკმარისი მისი ოჯახისთვის, მაგრამ უზურპატორმა იცის, რომ ჩვენს ყველა ნაბიჯში თავისუფლებისკენ ჩვენი ხალხის ძალაა, რომელიც სამართლიანობას ითხოვს”,- განაცხადა ხუან გუაიდომ.
მისი თქმის, საავადმყოფოში კიდევ 27 წლის ქალი დაიღუპა.