გუაიდომ ვენესუელაში საყოველთაო მიტინგი გამოაცხადა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ჰუან გუაიდომ ვენესუელაში დღეს, 2 მაისს საყოველთაო მიტინგი გამოაცხადა, რომელში მონაწილეობას მოსახლეობის ყველა ფენა მიიღებს.
შესაბამისი განცხადება მან გუშინ, 1-ელ მაისს, კარაკასში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ხვალ მშრომელებისა და სახელმწიფო მოხელეების მიტინგი გაიმართება. რეჟიმი გაკვირვებული დარჩება”, – განაცხადა გუაიდომ.