თბილისში „ევროპის დღე“ აღინიშნება

4 მაისს, 12:00 საათზე,  თბილისში „ევროპის დღე“ აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები.
ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება – მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში  მსურველს შესაძლებლობა ექნება, შეიგრძნონ ევროპის „გემო“.
ღონისძიების კულმინაცია კი, საღამოს, კონცერტი იქნება,  ჯგუფი „33ა“ და DJ Nicole  მონაწილეობენ.
„ევროპის დღე“ ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში და თბილისის მერიის საერთო ინიციატივაა და ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პროგრამებთან/ პარტიორებთან თანამშრომლობით.

ღონისძიების პროგრამა:
12:00 -17:00 – რიყის პარკი, ევროსოფელი – ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის.

12:00 – 19:00 – ევროპის მოედანი, შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში.

19:00 – ევროპის მოედანი, გალა-კონცერტი: ჯგუფი 33ა, Nicole DJ set.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები