კორნელი კეკელიძე – 140: სამეცნიერო სხდომა გაიმართება

30 აპრილს, ქართველი ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის, თეოლოგის, კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 1 მაისს  სამეცნიერო სხდომა ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, I სესია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში ხოლო II სესია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სესია ჩატარდება ელენე მეტრეველის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

თავმჯდომარეები: მაია რაფავა, ზაზა აბაშიძე.

მოხსენებები:
1. ელგუჯა ხინთიბიძე (თსუ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა) – ივირობის წიგნთსაცავის უცნობი ქართული ხელნაწერი;
2. ნინო მელიქიშვილი (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) – წმ. იოანე დამასკელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიების ძველი ქართული თარგმანები;
3. დალი ჩიტუნაშვილი – (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) – დაღესტანში დაცული უცნობი ხანმეტი ხელნაწერი;
4. ლელა ხაჩიძე (თსუ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა) – ისტორიული ჟანრის ერთი ბიზანტიური თხზულების ქართული თარგმანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები