მიხეილ გორბაჩოვი რუსეთსა და ამერიკას სტრატეგიული დიალოგისკენ მოუწოდებს
“რუსეთმა და ამერიკამ სტრატეგიულ დიალოგს მხარი უნდა დაუჭირონ, ვინაიდან ბირთვული იარაღის შენახვა კატასტროფულია მთელი მსოფლიოსთვის”, – ამის შესახებ საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal-ს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს რუსეთი და ამერიკა სახიფათო გზაგასაყარზე იმყოფებიან და ახლა ამ ქვეყნების ლიდერების მოქმედების დროა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ბირთვული იარაღის შენახვა, თავდაცვის ნაცვლად, მთელს მსოფლიოს საფრთხის წინაში აყენებს”, – განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.