ვლადიმერ პუტინი ზელენსკის ურჩევს, დაუბრუნოს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ურჩია, აღუდგინოს მიხელ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუკი უკრაინული პასპორტი დაუბრუნდებოდა ადამიანს, რომელიც ქვეყნიდან წასული ქართველი იყო, დღეს კი თავის თავს უკრაინელად მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს”,-განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა, ასევე, გაიხსენა განცხადება, სადაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, მიანიჭოს რუსეთის მოქალაქეებს უკრაინული მოქალაქეობა. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობით სარგებელს მიიღებს.