პრეზიდენტი პროკურატურას კადრების შესწავლისკენ მოუწოდებს

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავარ პროკურატურას კადრების შესწავლისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე არა პოლიტიკოსებმა, არამედ სასამართლომ და პროკურატურამ უნდა იმსჯელონ. „მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა ამ მასალასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ კადრებით და თავისი კომპეტენტური აზრი დააფიქსიროს.
მინდა ყველას შევახსენო, რომ რამდენადაც ემოციურად რთული არ უნდა იყოს თავის შეკავება, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცულია და ამ საკითხზე მსჯელობს მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო და არა პოლიტიკოსები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები