„ბაუჰაუსელი ქალები“ – ლიტერატურის მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს

3 მაისს, 17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გამოფენას – „ბაუჰაუსელი ქალები“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა ეძღვნება ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნების 100 წლის იუბილეს და 11 მაისამდე გასტანს.
პროფესორი ულრიკე მიულერი გახსნის დღეს წაიკითხავს ლექციას – “ბაუჰაუსელი ქალები და ფემინისტების გამოსვლა თანამედროვე ეპოქაში” და, აგრეთვე, ჩაატარებს გამოფენის ტურს.
გამოფენის ფარგლებში,  4 მაისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ფილმი “ლოტე ბაუჰაუსში” გერმანულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
გამოფენა ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და ერევნის გოეთეს ცენტრის თანამშრომლობით.

მისამართი: ლიტერატურის მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8.
ფოტოზე: მქსოველი ქალები ბაუჰაუსის კიბეებზე, დაახლ. 1927. თ. ლუქს ფაინინგერის ფოტო. თ. ლუქს ფაინინგერის კოლექცია, ბაუჰაუსის არქივი ბერლინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები