„გაზაფხული აფხაზეთში“ – ქეთი დავლიანიძის ნახატების გამოფენა გაიხსნება

4 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“  ქეთი დავლიანიძის ნახატების გამოფენა – „გაზაფხული აფხაზეთში“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მხოლოდ ერთი დღე გასტანს. ექსპოზიციაში წარმოდგენილია:
„ბიჭვინთა“ – 400×230 ტილო, აკრილი;
„სოხუმის ბულვარი“ – 400×230 ტილო, აკრილი;
„რიწის ტბა“ – 400×230 ტილო, აკრილი;
„გაგრიფში“ – 400×230 ტილო, აკრილი.

„გამოფენის პარალელურად პერფორმანსი გამართება, რომელიც მივიწყებული ემოციების გამოღვიძებას, გულგრილობისა და აპათიის გადალახვას ემსახურება. ქეთი დავლიანიძის ერთ-ერთი ფერწერული ტილო რუსთაველის ქუჩაზე გაისეირნებს. გამოფენა თავად მივა დამთვალიერებელთან. შეახსენებს მას დიდი ხნის მივიწყებულ, ან ხელოვნურად დათრგუნულ გრძნობებს. გამვლელებისა და ნახატის შეხვედრას, ამ აქტით გამოწვეულ რეაქციებსა და ემოციებს ვიდეოკამერა ასახავს. ამ მასალისგან 3-წუთიანი ვიდეო შეიქმნება. დავიწყების ბურუსიდან მოგონებების, პეიზაჟებისა და ემოციების გამოძახება ერთადერთი გზაა, რომელიც მხატვრისთვისაა ხელმისაწვდომი მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები