ვლადიმერ ახობაძის 100 წლის იუბილე აღინიშნება

კონსერვატორია, წელს,  საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მუსიკისმცოდნის, ვლადიმერ ახობაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ზეიმობს.
ამ თარიღის აღსანიშნავად, 30 აპრილს, 11:00 საათიდან,  მთელი დღის მანძილზე,  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება (აუდიტორია 421).

კონფერენციის პროგრამა:

11:00-11:30 ნატალია ზუმბაძე
• ვლადიმერ ახობაძის შემკრებლობითი მოღვაწეობა

11:30-12:00 თეონა რუხაძე
• ვლადიმერ ახობაძის ექსპედიციები აჭარაში

12:00-12:30 ოთარ კაპანაძე
• საბჭოური სინამდვილე ვლადიმერ ახობაძის ექსპედიციების მიხედვით

12:30-13:00 დავით შუღლიაშვილი

• ვლადიმერ ახობაძის მიერ ჩაწერილი 11 საგალობელი

13:00-13:30 მაგდა სუხიაშვილი
• ვლადიმერ ახობაძის ერთი უცნობი ხელნაწერის შესახებ

13:30-13:40 დოდო გოგუა
• მოგონება

13:40-13:50ბარამ ბარამიძე
• მოგონება

13:50-14:30 შესვენება

14:30-15:00 ნანა კალანდაძე
• ვ. ახობაძის სანოტო ჩანაწერები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივიდან

15:00-15:30 ნინო მახარაძე
• მეგრული და გურული სიმღერების სანოტო ხელნაწერები ვლადიმერ ახობაძის არქივში

15:30-16:00 ქეთევან ბაიაშვილი
• ვლადიმერ ახობაძე შალვა მშველიძის შემკრებლობითი მუშაობის შესახებ

16:00-16:30 რუსუდან თაბაგარი
• ვ. ახობაძის ხელნაწერი ნაშრომის „აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლის, კახეთის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის) ხალხური სიმღერების ჰარმონიული ანალიზის ქრესტომატია“ შესახებ

16:30-17:00 ნატალია ზუმბაძე, ქეთევან მათიაშვილი,
ნინო ნაკაშიძე
• აუდიოგამოცემის პრეზენტაცია: „კავკასიელ ხალხთა მუსიკა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონოარქივიდან (ყარაჩაული, ნოღაური, ჩერქეზული, აბაზური, აფხაზური)“
პროექტის ხელმძღვანელი – ნატალია ზუმბაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები