„ვაინახები (ისტორიული ექსკურსი)“ – გია ანჩაბაძის საჯარო ლექცია გაიმართება

25 აპრილს, 17 საათზე, „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ გია ანჩაბაძის საჯარო ლექცია „ვაინახები (ისტორიული ექსკურსი)“.
როგორც „კვირას“ ორგანიზტორებმა აცნობეს, გია ანჩაბაძე საქართველოში მოღვაწე ეროვნებით აფხაზი მეცნიერია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1990 წელს მიიღო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. გიორგი ანჩაბაძის ნამუშევრები ეძღვნება საქართველოს და კავკასიის ხალხთა ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. მეცნიერი იკვლევს სამხედრო ისტორიის პრობლემებსა და კავკასიის კულტურულ კავშირებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
2001 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის მიმდინარეობისას, „კავკასიურმა სახლმა“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა გიორგი ანჩაბაძის მონოგრაფია „ვაინახები“. პუბლიკაცია დაწვრილებით მიმოიხილავს ვაინახი ხალხის კულტურას, ისტორიასა და სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს. „კავკასიურ სახლში“ გამოცემული წიგნის საშუალებით ჩეჩნეთის ომის ბევრმა დამკვირვებელმა პირველად მიიღო ფუნდამენტური ცნობები ჩვენს რეგიონში მცხოვრები ვაინახების შესახებ.

დასწრება თავისუფალია.

მის: გალაკტიონის №20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები