მელორ სტურუას ლექსების კრებულის – „ქართული სულის“ წარდგენა გაიმართება

25 აპრილს, 18 საათზე, მწერალთა სახლში, საქართველოს მწერალთა კავშირის თაოსნობით, მელორ სტურუას ლექსების კრებულის „ქართული სულის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მელორ სტურუას სახელი კარგადაა ცნობილი ჟურნალისტურ სამყაროში, ხოლო მშობლიურ ენაზე დაწერილი ლექსების ეს კრებული-სიურპრიზი ახალი რაკურსით წარმოგვიდგენს „ჟურნალისტიკის ლეგენდას“. აი, ამის ერთ-ერთი ნიმუში:
„კვლავ დამათრობს სურნელით საქართველოს მიწა მე,
სადაც ფეხი ავიდგი, ვაჟკაცობა ვიწამე“.
ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI“-ის პრეზიდენტი ვალერი ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები