„კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტი ზურაბ კიკნაძესა და ნუგზარ პაპუაშვილს უმასპინძლებს

24 აპრილს, 17:00 საათზე, „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტი ორ მეცნიერს – ზურაბ კიკნაძესა და ნუგზარ პაპუაშვილს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“„კავკასიური ახლიდან“ აცნობეს,  პროფესორები ისაუბრებენ ქრისტიანობასა და ოცდამეერთე საუკუნეში მის მნიშვნელობაზე.
ზურაბ კიკნაძე ცნობილი ქართველი ორიენტალისტი-ასიროლოგი, ფოლკლორისტი და ლიტერატორია. მიღებული აქვს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2006 წლამდე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსია. ზურაბ კიკნაძემ სახელი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გარდა მთარგმნელობითი შემოქმედებით გაითქვა. პროფესორმა თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია. მის კალამს ეკუთვნის ჰომეროსის „ოდისეასა“ და უძველესი აღმოსავლური ეპოსის – „გილგამეშის“ ქართულენოვანი ტექსტები.
ნუგზარ პაპუაშვილი კი წლებია ეკლესიის ისტორიის საკითხებს იკვლევს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რამდენიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს ლექციებს. პროფესორს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის: „მსოფლიო რელიგიები საქართველოში: მიმოხილვა და ლექსიკონი“, „ახალი აღთქმა და მისი ქართული თარგმანი“, „კ.მ ცინცაძის მოღვაწეობა და სამეცნიერო მემკვიდრეობა“, „ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ისტორიიდან საქართველოში“ და ა.შ.

დასწრება თავისუფალია.

მის: გალაკტიონის #20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები