„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ლევან აკინის მხატვრული ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება

წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორის – ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო სექციის Director’s Fortnight პროგრამა დღეს გამოქვეყნდა.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული და შვედური  კოპროდუქციაა.
ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები