ეროვნულ სასახლეში თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება
24 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში“ თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული სასახლიდან აცნობეს, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ სასახლის თეატრალური მიმართულების სხვადასხვა თაობის წარმატებული აღზრდილები, კულტურის, თეატრალური სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მიმართულების პედაგოგები და მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თეატრის დიდი ისტორიისა და მრავალწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ფილმის „ეროვნული სასახლის თეატრი -78“ ჩვენება და ალბომის პრეზენტაცია.
ღონისძიება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და ,,ქართული სახელოვნებო სააგენტოს” ორგანიზებით.