„ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული პროექტები საქართველოდან

Europa Nostra Georgia აქვეყნებს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს – „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული პროექტების ნუსხას საქართველოდან.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო ღონისძიებაზე „ევროპა ნოსტრა საქართველოში“ წარმოდგენილი იყო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული 7 პროექტი საქართველოდან და „ევროპა ნოსტრას“ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი.
გამარჯვებულ პროექტებს ჯილდოები გადასცეს – ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა და „ევროპა ნოსტრა საქართველოს“ საპატიო პრეზიდენტმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა.

ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელი ორგანიზაციები და პროექტები საქართველოდან:

პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ – სამეცნიერო კვლევის კატეგორიაში ევროკავშირის/EUROPA NOSTRA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს ხელოვნების სასახლე (2018 წ.).

პროექტი – „არამატერიალური მემკვიდრეობის მატერიალური მხარე, ტრადიციული რეწვის ინიციატივა საქართველოში“, არაფორმალური განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში ევროკავშირის მემკვიდრეობის / EUROPA NOSTRA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (2017 წ.).

პროექტი „ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები“, არქიტექტურის რესტავრაციის კატეგორიაში ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის EUROPA NOSTRA მედლით დაჯილდოვდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და იტალიის პარტნიორი ორგანიზაცია Conservazione Beni Culturali (2006 წ.).

ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზის მფლობელი ორგანიზაციები და პროექტები:

„თბილისური ეზოები“, ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა ტელეკომპანია „არტ არეას“ პროექტს (2018 წ.).

„ახალი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუაშოები“. კონსერვაცია / რესტავრაციის კატეგორიაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტს (2017წ.)

„საქართველოს ხელოვნების სასახლე“, დაჯილდოვდა კონსერვაცია/რესტავრაციის კატეგორიაში „ევროპა ნოსტრას“ ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზით (2016წ.).

„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი – 20 წელი კულტურის სამსახურში“ – კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა „ევროპა ნოსტრას“ ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზით (2015წ.).
Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

ევროპა ნოსტრას საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში წარდგენილი და გამარჯვებული ძეგლები საქართველოდან:

ჭიათურის საბაგირო გზები, ნომინატორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შეყვანილია 2018 წლის წინასწარულ ნუსხაში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ნომინატორი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. შეყვანილია 2018 წლის ძირითად ნუსხაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები