პაატა ცინცაძე – ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს

0

“ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვითარება გადის ენერგეტიკის დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე. თუ ჩვენ არ გვექნება განვითარებული და მაქსიმალურად დამოუკიდებელი ენერგოსისტემა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას ვერ მივაღწევთ”, – ამის შესახებ ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში, პაატა ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
ცინცაძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი რესურსი ეს არის ჰიდრორესურსი. მისი ათვისება არის გარდაუვალი და აუცილებლად იქნას ათვისებული.
„არავინ ამბობს, რომ ეს ათვისება უნდა მოხდეს ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით. რა თქმა უნდა, ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული. ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ყოველწლიურად 80-დან 100 მილიონ დოლარამდე ვიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში და ამ ფულს ვდებთ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკის განვითარებაში. ამიტომ, ჩვენ რომ ეს ფული ჩვენს ენერგეტიკას მოვახმაროთ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით. თუნდაც იგივე პანკისში “ხადორი 3″-ის ჰესის აშენებით, პანკისის რეგიონში ადგილობრივ ბიუჯეტში შევა ქონების გადასახადის სახით 1 პროცენტი. ეს ჰესი დაჯდება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი. ყოველწლიურად, 100 ათასი დოლარი რომ დაემატოს პანკისელებს, ეს ცოტა არ არის და მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ეს თანხა თვითონ განკარგონ”, – განაცხადა პაატა ცინცაძემ.
მისივე თქმით, “ხადორი 3”  მცირე ჰესია და მას   გარემოზე გავლენა არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი