გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლებს ესროლეს და დაუშინეს ქვები, ეს არის დაუშვებელი

0

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის და საერთოდ, ხეობის მოსახლების, პირველ რიგში”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაზიანებულია ტექნიკა და დაშავებული არიან სამართალდამცველები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის და საერთოდ, ხეობის მოსახლების, პირველ რიგში. ისევე, როგორც მშენებლების, რომელთაც ასევე რისკი ჰქონდათ. ესე იგი, მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და ყველაფერს მივხედავთ, ისე, როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს მოსამსახურეები დაზარალებული, როდესაც ტექნიკა და ტრაქტორი იწვის, მე ვფიქრობ, რომ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოგვარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლებს ესროლეს და დაუშინეს ქვები, ეს არის დაუშვებელი. ყოველთვის, როდესაც, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, იძალადებს და ხელს აღმართავს სამართალდამცველებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ძალოვანი იმოქმედებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა დათმობაზე ხელისუფლება, გიორგი გახარიამ განაცხადა: „დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა“.

კომენტარები

კომენტარი