სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობის მოვლენებზე: ერთადერთი გზა შეთანხმებაა

0

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში,ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი