პანკისის ხეობაში პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

0

პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას, პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა კომპანია „ფერის” კუთვნილ ტექნიკის დაწვაც სცადეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი