გიორგი გახარია პანკისში ჩავიდა (ვიდეო)

0

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისში ჩავიდა. ის ამ წუთებში სპეცრაზმელებს ხვდება და პირადად ადგილზე ეცნობა ვითარებას.
მინისტრის თქმით, სამართალმდაცველები მათი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდნენ და ინციდენტი გამოიწვია ადგილობრივთა ნაწილის მხრიდან “ქვების სროლამ”.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ადგილობრივების ნაწილი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.
რამდენიმე წუთის წინ პანკისში ვითარება დაძაბული იყო. ერთმანეთს ადგილობრივები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა.ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელკეტებითა და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

კომენტარები

კომენტარი