გიორგი აბრამიშვილი: თუ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ჩვენი ძირითადი ენერგორესურსი – წყალი ეფექტურად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

0

“ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია”, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს.
„ვამბობთ, რომ ეკონომიკის, მცირე და საშუალო წარმოების განვითარება გვინდა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ფაქტია, რომ ტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება და პარალელურად, მატულობს ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, თუ ენერგეტიკას არ განვავითარებთ?! როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმ მეზობელი ქვეყნის ახირებაზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ჩვენი ძირითადი ენერგორესურსი – წყალი ეფექტურად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი