“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

0

“ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება”, – ამის შესახებ განცხადება “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” გაავრცელა.
ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ პანკისის ხეობაში პროფესიული მოვალეობის შესრულება ნორმალურ ვითარებაში
შეძლონ.”მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება”, – აღნიშნულია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი