ომბუდსმენი პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

სახალხო დამცველი ნიმო ლომჯარია პანკისში მიმდინარე მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!
მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა.
მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!”-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი