პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვისას მომხდარი დაპირისპირების შედეგად ადამიანები დაშავდნენ

0

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება კვლავ გრძელდება. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენეს.ადგილობრივები კი პოლიციელების მისამართით ქვებს ისვრიან. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც პანკისელები, ისე პოლიციელები.
ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელკეტებითა და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ადგილობრივების ნაწილი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი