გიორგი გახარია პანკისის ხეობაში მიემგზავრება

0

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში მიემგზავრება.

მანამდე, გახარია თელავში, სამხარეო პოლიციაში,  აქციის მონაწილეთა ნაწილს ხვდებოდა, რომელთაც შეხვედრა დატოვეს.

მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეები და  სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს უშენენ,  სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კი შეკრებილების წინააღმდეგ  ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.
ადგილობრივების ნაწილი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი