გია არაბიძე: ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის, ქვეყანამ თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსები უსიკვდილოდ უნდა აითვისოს

0

პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის დაწყების თემას ექსპერტები ეხმაურებიან. ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში – გია არაბიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება ენერგეტიკაზე გადის.
“ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის, ქვეყანამ უსიკვდილოდ უნდა აითვისოს თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსები. თუ გვინდა, რომ ქვეყანა შედგეს, თავისი ეკონომიკით და თავისი პოლიტიკური მდგრადობით”,- განაცხადა არაბიძემ.ექსპე
რტის მოსაზრებით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებამდე, აუცილებელია თითოეულ ადგილობრივს პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
„ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფომ იქ, სადაც საჭიროა, სერიოზული სიხისტე უნდა გამოიჩინოს. არა მგონია, რომ ცოტა იყოს პროცენტი იმ ხალხის გამოსვლებში, რომელიც რაღაც კერძო გამოსავალს ელის ამ პროექტებიდან. ხშირად მომისმენია, რომ არის ჩემი მამაპაპისეული მიწა და ამდენი მეკუთვნის, იმდენი მეკუთვნის. თუ სახელმწიფი მიიღებს მხედველობაში და იტყვის, რომ ეს სახელმწიფოებრივი პროექტია, კეთილი უნდა ვინებოთ და მოვახერხოთ, რომ დავემორჩილოთ სახელმწიფო ინტერესს. ცოტა უფრო მკვეთრად უნდა მოჰკიდოს სახელმწიფომ ხელი იმ პროექტების დაცვას, რომელიც სახელმწიფოსთვისაც აუცილებელია.
ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან. კონკრეტულად, თითოეულ ოჯახთან უნდა მივიდეს ამ პროექტის შესრულების შედეგად, რა სიკეთეებიც ქვეყანას, სახელმწიფოს აქვს, რეგიონს და თითოეულ ამ პიროვნებას. ეს ინფორმაციები თუ მივა და პროექტი იქნება გარემოს დაცვის თვალსაზირისით გამართული და შეკითხვები არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია უფრო იოლად ვაშენოთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე სადგურები“,-აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში – გია არაბიძე.

კომენტარები

კომენტარი