პანკისის ხეობაში ვითარება განიმუხტა

0

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში, ამ დროისთვის ვითარება განიმუხტა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილი. ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.
პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში წავიდა, სადაც შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ აქციის მონაწილეები მოსალაპარაკებლად მიიწვია.
შეგახსენებთ, სოფელ ბირკიანში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდნენ, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი