დაოთხილი ადამიანების წრე, ერთმანეთის უკანალს რომ კოცნიან და მხატვარი, ვისაც მიშას კარიკატურებისთვის თითების დამტვრევით დაემუქრნენ

 ნიჭიერი მხატვარი და ადამიანია. ამბობს, რომ როგორც ყველა ხელოვანი, ისიც მარტოსულია, ბედმა და გარემოებამ მოიტანა ის, რომ კარიკატურებს ხატავს.მრავალი ცნობილი ადამიანის შარჟი შეუქმნია, რომელთა კარიკატურული პორტრეტები მის ალბომებშია შესული. თუმცა კომედიების ნახვა უყვარს. ამბობს, რომ ცხოვრებაში არც ისე ხშირადაა მხიარულ განწყობაზე და, როგორც ყველა ქიზიყელი, პირდაპირი და ალალია. ასეთია, ბესიკ დუღაშვილის პერსონა.

– ბატონო ბესო, რუბრიკას „პერსონა“ ჰქვია და მოდით, დავიწყოთ თქვენი ვერბალური, ჯერჯერობით, არაკარიკატურული პორტრეტით: როგორ აღწერდით, ვინ არის ბესიკ დუღაშვილი?
– არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ, როგორც ვატყობ, ყველა ხელოვანი მარტოსული პიროვნებაა, რომელსაც სურვილი აქვს “დაინახონ”. ზოგი იმსახურებს აღიარებას, ზოგი-არა. ალბათ მეც ასე ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ არც ისე მინდა, რომ მერე გვიანი იყოს.
– რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კარიკატურების ხატვას სკოლიდან დაიწყებდით და პირველი ნამუშევრებიც თქვენი კლასელებისა და მასწავლებლების კარიკატურები იქნებოდა...
– კი, ასეა, თუმცა ეს მაშინ არასერიოზული იყო და მხოლოდ და მხოლოდ გახალისებას ემსახურებოდა. თუმცა ჩემი გაშარჟების ობიექტები არასოდეს რჩებოდნენ ნაწყენები (მასწავლებლებიც კი), დღევანდელისგან განსხვავებით.
– ასეთი საფრთხილო ჟანრი რატომ აირჩიეთ,- არ გქონდათ იმის განცდა, რომ ადამიანებს, ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვთ ,- გაანაწყენებდით?
– ეს ჟანრი მე არ ამირჩევია, ბედმა და გარემოებამ მოიტანა. მანამდეც ვხატავდი, რა თქმა უნდა, მანამდეც, მერე გამოჩნდა ადგილი ერთ გაზეთში, სადაც ანეგდოტებს ვასურათებდი და დავიწყე სხვადასხვა პირის დახატვა, ვინც იმ გაზეთის რუბრიკაში ყევლაზე მეტად აქტიურობდა. ასე წავიდა და წავიდა და გავხდი “ოფიციალური” კარიკატურისტი. განაწყენებით კი ალბათ ბევრიც გავანაწყენე, მაგრამ, ძირითადად, მლიქვნელები აქტიურობდნენ. მახსოვს, ერთმა საერთო ნაცნობმა მითხრა, მიშა შენს შარჟებზე ძალიან ხალისობსო. ამ დროს მავანი მირეკავს და მემუქრება, თუ მიშას დახატვას თავს არ დავანებებდი, თითებს დამამტვრევდა.
– ამბობენ, ლამაზია სახე, რომლისგანაც კარიკატიურას ვერ შექმნიო, ასეთი გამონაკლისი სახის ადამიანი თუ შეგხვედრიათ, რომლისგანაც კარიკატურა მართლა ვერ დაგიხატავთ?10388251_754121737952324_778868455_n
– არა, ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. მაგრამ მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანის გაშარჟება შეიძლება. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ შეუხედავი ადამიანის დახატვა გამჭირვებია… ანუ ვგულისხმობ, რომ ქალბატონი, რომელიც ბუნებრივად არის, ასე ვთქვათ, შარჟი… ასეთს დახატავ და ეწყინება… ამ დროს პირიქით, ის ლამაზად უნდა დახატო და ეგ იქნება შარჟი.. მაგრამ მერე იმასაც გეტყვის, რომ არ მგავსო…
– თქვენ მიერ შექმნილ გალერეაში რომელი ცნობილი ადამიანების სახეებია?
– ასეთი ძალიან ბევრია… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა ყველა ცნობილი ფიქრობს, რომ ვალდებული ხარ, დახატო…
– თუ გაქვთ ხატვის თქვენეული მეთოდი, რომ ადამიანი იმ სახით გეჩვენოთ, როგორიც ის სინამდვილეშია, და არა ისეთი, როგორიც სურს, რომ გეჩვენოთ?
– ამაში, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიაც მეხმარება… ვხედავ, ადამიანი შინაგანად რას წარმოადგენს და როცა მის სამყაროს დაინახავ,- მაშინ მისი ვიზუალის გადმოცემაც არ გაგიჭირდება… ძალიან ხშირად უთქვამთ “დამინახე”-ო… შეიძლება მხიარული იყოს პიროვნება საზოგადოებისთვის და ისე გამოვიყვანო, როგორც პიერო… და აღმოჩნდება, რომ სინამდვილეშიც ასეა…
– როდესაც ადამიანს ხვდებით, პირველ რიგში, რა იქცევს თქვენს ყურადღებას?
– პირველ რიგში, მთავარია, თვალები… თვალებს ვერასოდეს აყალბებს ადამიანი..
– როგორი ტიპის ადამიანი ხართ: დარწმუნებული ვარ ადამიანი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს, – ურთიერთობაში გახსნილი იქნება, რომელია, ხასიათის თვისება, რომელზეც საკუთარი ავტოშარჟის შექმნის დროს გააკეთებდით აქცენტს?
– მხიარულება მიყვარს. ჟანრებიდან კომედიის ყურება მირჩევნია, მაგრამ ცხოვრებაში, უმეტესწილად, არ ვარ მხიარულების ხასიათზე… საერთოდ კი, ვერ ვიტან მლიქვნელებს, რადგან ქიზიყელი ვარ!..
– ბავშვების გაღიმება უფრო იოლია თუ უფროსების?
– რა თქმა უნდა, ბავშვების… უფროსები უფრო მომართულები არიან, დაძაბულები, ჩასაფრებულები, დახურულები… მაგრამ რად გინდა? აგერ მყავს ა, ხელის გულზე…
– დღევანდელ ქართულ სინამდვილეს კარიკატურულად როგორ გამოსახავდით?
– ამას წინათ, სოციალურ ქსელებში ერთი ფოტო გავრცელდა, რომელზეც სამ მამაკაცს ერთმანეთის ტრუსებში თავი აქვთ ჩაყოფილი.. დაახლოებით ამგვარი შარჟი მქონდა დახატული ასე, 2 წლის წინ. დაოთხილი ადამიანების წრე, ერთმანეთს უკანალს რომ კოცნიან და ორი-სამი კაცი ყოველივე ამას გვერდიდან რომ უყურებს. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ასეა, მლიქვნელობა, ერთმანეთისგან რამის გამორჩენის სურვილი… და მხოლოდ თითოეული პიროვნება, მოაზროვნე უცქერს ამას გვერდიდან…
– ბატონო ბესო, ძალიან საინტერესო კარიკატურული ალბომი გამოეცით…
– ეს იყიდება. ძვირი დამიჯდა, ძვირი ღირს და, სამწუხაროდ, არ იყიდება. მაგრამ ეს სერიის პირველი ალბომია, წელსაც გამოვუშვებ ანალოგიურს ახალი შარჟებით და ასე გაგრძელდება. და მას, ვინც ათივე ალბომს წარმომიდგენს, საბოლოოდ ძალიან დავასაჩუქრებ..
– თქვენ საბავშვო სტუდიაც გაქვთ, სადაც ბავშვებს ამ ხელოვნებას ასწავლით…
– ეს ჩემი სტუდიის ბავშვთა ნამუშევრების საანგარიშო გამოფენაა. ყოველ წელს ვაწყობთ, თუმცა გალერეაში ამჯერად პირველად გვექნება.. იმედი მაქვს, კარგად ჩაივლის. შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ნახოს, თქვას: – რაა ამაში საინტერესო? პირამიდები, ცილინდრები… მაგრამ როცა ამას 8-9 წლის ბავშვი პროფესიონალურად გადმოსცემს, უკვე კარგია. ზოგი აკადემიის აბიტურიენტიც ვერ ახერხებს ასე ხატვას. აქედან ამოვიდეთ… წარმოდგენილი იქნება: გრაფიკა, ფერწერა, ქანდაკება… ჩემი მოსწავლეებიდან ყველაზე პატარა 5 წლისაა, უფროსი 20 წლის…
– იუმორით თითქმის კარიკატურულად როგორ დაასრულებთ აზრს: დეპრესიაში არასოდეს ჩავარდებით, თუკი…
– …თუკი უკვე იქ აგდიხართ!

თეონა გოგნიაშვილი

10379091_754128441284987_1997244127_n

10385172_754122657952232_2086069580_n

10388318_754129177951580_452565412_n

10396385_754122564618908_1232333806_n

10409789_754130377951460_330527094_n

10409986_754131677951330_1609162459_n

10410070_754128531284978_1773613395_n

10416660_754131214618043_784275_n

10416879_754131477951350_94080172_n

10417131_754122614618903_951291465_n

10419919_754130931284738_1426781953_n

10419930_754121981285633_996108789_n

10432288_754129407951557_1314998458_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები