დღეს ესტონეთისა და რუსეთის პირველი პირების, კერსტი კალიულაიდისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.
მათ საქართველოს საკითხიც განიხილეს, რის შესახებაც ესტონეთის პრეზიდენტმა გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“საქართველოში ახალი პრეზიდენტია და ჩვენ განვიხილეთ, რის გაკეთება შეიძლება. მე არც ველოდი, რომ რაიმე კონსესუსამდე მივიდოდით ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, მე ჩემს აზრზე დავრჩი ისევე, როგორც ჩემი მოსაუბრე. რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და მთლიანად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიზმს, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.